• სტანდარტული ტრაილერი – ტრაილერს ეწოდება სტანდარტული , თუ მისი    სიგრძეა – 13.60 მ , სიგანე – 2.45 მ  და სიმაღლე 2.70 მ. აღნიშნული მანქანის ტვირთამწეობა არის  20 დან 26 ტონამდე, მოცულობა 86-90 კუბი . მსგავსის ტიპის მანქანები გამოიყენება მძიმე, მაგრამ არამოცულობითი ტვირთის ტრანსპორტირებისათვის .
  • ჯუმბო ტრაილერი – ჯუმბო ტრაილერი იგივეა, რაც სტანდარტული მანქანა , მხოლოდ სიმაღლე აქვს 3 მ. , მოცულობა კი 90-105 კუბია .
  • მეგა ტრაილერი – მეგა ტრაილერი ეწოდება , ორ მისაბმელიან მანქანას, რომლის ზომებიც არის : პირველი მისაბმელი – სიგრძე – 8.20 მ , სიგანე – 2.45 მ , სიმაღლე -3 მ , მეორე მისაბმელი – სიგრძე – 7.60 მ , სიგანე – 2.45 მ , სიმაღლე – 3 მ. ტვირთამწეობა : 20-22 ტონა, მოცულობა : 110-120 კუბი . აღნიშნული ტრაილერი გამოიყენება მოცულობითი , მაგრამ ნაკლებად მძიმე ტვირთის ტრანსპორტირებისათვის .