განმარტება :

სახმელეთო გადაზიდვისათვის საჭირო დოკუმენტაცია :

  • შეძენილი ტვირთის ინვოისი .
  • “Packing List” – ეს არის საბუთი , რომრლშიც დეტალურად არის აღწერილი თუ რა სახეობის და რაოდენობის ნივთი აწყვია ამა თუ იმ შეფუთვაში .
  • “CMR” – საბუთში დეტალურად არის გაწერილი ინფორმაცია გამომგზავნის ,მიმღების, გადამზიდავისა და ტვირთის შესახებ .
  • “EX – 1” – აღნისნულ საბუთს ეწოდება „საექსპორტო დეკლარაცია“, რაც აუცილებელია დამზადდეს ტვირთის გამოგზავნისას, საბაჟოზე . საბუთი მზადდება მომწოდებლის მიერ , მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მომწოდებელი უარს ამბობს „EX – 1” – ის დამზადებაზე , ჩვენი კომპანია თავად უზრუნველყოფს მის დამზადებას გარკვეული ანაზღაურების საფასურად .
  • “EURO – 1” – დოკუმენტს ეწოდება „ევრო ერთის სერთიფიკატი“ . აღნიშნული საბუთი მზადდება მომწოდებლის მიერ , მაგრამ თუ ის ვერ უზრუნველყობს მის დამზადებას ,ჩვენი კომპანია თავად აუზრუნველყოფს მის დამზადებას გარკვეული ანაზღაურების საფუძველზე. საქართველოს , ევრო კავსირთან სავაჭრო ურთიერთობებზე შეთანხმებიდან გამომდინარე , თუ ტვირთს მოყვება „EURO-1“ – ი საბუთი, რაც ადასტურებს იმას , რომ ტვირთი დამზადებულია ევროკავშირში, იმპორტიორ კომპანიას ეხსნება იმპორტის გადასახადი .
  • T-1 – დოკუმენტი მზადდება მომწოდებლის მიერ ტრანზიტული ტვირთის დროს , EX – 1 საბუთის მაგივრად . თუ მომწოდებელი უარს აცხადებს T-1 – ის დამზადებას, ჩვენი კომპანია თავად უზრუნველყოფს  მის დამზადებას გარკვეული ანაზღაურების საფუძველზე .
  • TIR Carnet – ეს არის დოკუმენტი , რომლის დამზადება და გამოყენებაც არის გადამზიდავის(ანუ ჩვენი კომპანიის) პასუხისმგებლობა . აღნიშნული საბუთი არის საერთაშორისო და აზღვევს ნებისმიერ ზარალს , რომელიც შეიძლება გაამოწვეული იყოს საბაჟოზე საბუთების არასწორად დამზადებით ან/და სხვა რაიმე რისკით . ევროპიდან ნებისმიერი ტვირთის გადასაზიდად აუცილებელია ეს საბუთი , თურქეთიდან მომწოდებლის ან კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად .